პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობისა და დემოკრატიული
აღზრდა-განვითარებისათვის.
ამ დღესთან დაკავშირებით დღეს გაიმართულ ღონისძიებაში მერვე,მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გამართეს პრეზენტაცია,სადაც თანატოლებს გააცნეს ბავშვთა უფლებათა კონვენცია.განიხილეს ის პრობლემები რომლებიც აქტუალურია დღევანდელ ბავშვებში და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
ბავშვები-ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომ აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად. ბავშვთა დაცვის დღე გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს!

გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ჩემო პატარებო! დაე, თქვენი თითოეული დღე ღიმილით სავსე ყოფილიყოს!