Monday, October 31, 2022

შემოდგომის პოეზია

      



         


შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესია.
დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს, ალბათ ამიტომ შემოდგომა იყო არაერთი პოეტის შთაგონების წყარო. ,,შემოდგომის პოეზია" ასე ერქვა დღევანდელ ღონისძიებას, რომელშიც ეწერის საჯარო სკოლის მეოთხე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. უფროსკლასელებმა წარმოგვიდგინეს შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი პოეზიის ნიმუშები და პატარებისთვის საშემოდგომო აქტივობები გამართეს.
 
მასწავლებლები:ირა მატუა და დიანა ფიფია.



























Saturday, October 29, 2022

ქართული სამოსის დღე

 



ეწერის საკარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში ქართული სამოსის დღე აღინიშნა. მცირე ისტორიული გადახვევის შემდეგ გაიმართა ფოლკლორულუ კონცერტი, მოსწავლეებმა შეასრულეს ძველი ქართული სიმღერები და ცეკვები. 





Thursday, October 27, 2022

,,მანანა"



27 ოქტომბერს, ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა, კინოკლუბის ფარგლებში,ნახეს ქართული ფილმი ,,მანანა"
ზაქარია გუდავაძისა და შალვა მარტაშვილის რეჟისორობით. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ფილმი, რომელიც ანცი გოგონას ეშმაკობებით სავსე თავგადასავალს მოგვითხრობს და რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს სიყვარულით დაბრმავებულ მოხუც ბებიასა და ბაბუას, ტყუილებით თავგზას უბნევს გარშემო მყოფთ. მაგრამ ბუნებით კეთილი და გონიერი ბავშვი მალე თვითონვე ხვდება, რომ უსიამოვნებებს აყენებს ყველას და პირობას სდებს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება ფილმის დასრულების შემდგეგ ბავშვებმა იმსჯელეს პერსონაჟების თვისებებზე. 









 

Tuesday, October 25, 2022

სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

 24 ოქტომბერს, ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები, ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. მეხუთეკლასელები ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან, დღეს კი სკოლის ბიბლიოთეკარმა, დოდო ციმინტიამ, მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპი, დავათვალიერეთ ბიბლიოთეკის ნაკეთობანი და ახალი წიგნები. მოსწავლეები დიდი ემოციებით ჰყვებოდნენ წაკითული წიგნების შესახებ. ბოლოს კი, პატარებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს მათ მიერ დამზადებული წიგნის სანიშნეები, სხვადადხვა ნახატებითა და წარწერებით გაფორმებული.

მადლობა დოდო მასწავლებელს მასპინძლობისთვის ! 🥰🥰























3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...