Sunday, February 26, 2023

,,სოფლის ცაცხვი" და საუბარი ბუნებაზე



კითხვის უნარი ჩვენ გვქმნის და გვაქცევს ადამიანად.კითხვა არა მხოლოდ საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ცოდნა სხვადასხვა საგნის შესახებ, არამედ ვისწავლოთ ჩვენი წარსული, ვისაუბროთ, გავიგოთ სამყარო, რომელშინ ჩვენ ვცხოვრობთ .
   საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კლუბში, წავიკითხეთ ი.გოგებაშვილის ,,ცაცხვის ხე" -იყო ემოციები, ისაუბრეს საყვარელ ხეებზე, ბუნების სილამაზეზე, ფრინველებსა და ცხოველებზე. მადლობა ჩვენს მეხუთეკლასელებს ასეთი აქტიურობისათვის და რაც მთავარია მათ უკვე იციან რომ კითხვა აჯანსაღებს! 🤩













 

Monday, February 20, 2023

,,ოთარაანთ ქვრივი" კინოკლუბში




 მას შემდეგ რაც დავასრულეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,ოთარაანთ ქვრივი",  დღეს, ჩვენს კინოკლუბში, მეთერთმეტეკლასელებმა ნახეს ამავე სახწლწოდებით  ქართული ფილმი, მიხეილ ჭიაურელის რეჟისორობით. მოსწავლეებმა იმსჯელეს გმირების თვისებებზე, ფილმსა და წიგნს შორის მსგავსევა-განსხვავებებზე, თუ რამდენად დაემთხვა მათი წარმოდგენები ფილმის სცენარს. მოსწავლეებმა იმსჯელეს ფილმის დასასრულის განსხვავებულ ვერსიებზეც. წარმატებები ჩვენს კინომოყვარულებს🥰














 

Thursday, February 16, 2023

სიყვარული და მხოლოდ სიყვარული

ყველა დღე ხომ სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული და სიყვარულზე საუბარი არასდროსაა ზედმეტი!
დღე სიყვარულის, მოფერების, მხიარული ვიქტორინის, სიყვარულის პოეზიისა და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავლების  გაცნობის 🤩
საინტერესო სტუმრებთან ერთად 🤩
მადლობა მარიამ ციმინტიას ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებისათვის🥰🥰
ჩვენი კლუბი ყველას გისურვებთ დიდ სიყვარულს! 😍🤩


















 

Wednesday, February 15, 2023

,,ლამაზი ცრემლი"



ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში განვიხილეთ რევაზ ინანიშვილის ,,ლამაზი ცრემლი"

კლუბის წევრები რჩევაა წაიკითხოთ მოთხრობა სიკეთეზე, პატიოსნებასა და სუფთა სინდისზე, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს 🥰🥰

#კითხვააჯანსაღებს
#ლიტკლუბი
🥰


















 

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...