Tuesday, March 23, 2021

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

       


  დღეს, ეწერის საჯარო სკოლაში, მერვე,მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა  ჩაატარეს  ღონისძიება- ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“,  მოგეხსენებათ, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომზე სასკოლო საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს დაუნის სინდრომი, მისი მახასიათებელი ნიშნები, დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპები და იმსჯელეს ამ ადამიანების  საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობაზე

ქრომოსომების სტრუქტურის გაცნობისთვის მადლობა ვალერი მასწავლებელს, ტექნიკური მხარდაჭერისათვის-ბორის მორგოშიას.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს დაუნის სინდრომის მქონე მხატვრის- ბერნადეტ რეშასნამუშევრები და მოუსმინეს დაუნის სინდრომის მქონე მუსიკოსის  სუჯეტ დესაის მიერ როიალზე შესრულებულ ნაწარმოებს.

  ჭრელი წინდები ამ დღის სიმბოლოა, ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

რჩევა ჩემი მოსწავლეებისაგან :
. ყოველთვის უმჯობესია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი.

• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, რადგან გავზარდოთ ცნობიერება დაუნის სინდრომზე.

 

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!   























Sunday, March 21, 2021

დედის დღე

        


გაზაფხულიც დადგა

🙂 რადგანაც გაზაფხული დედასთან ასოცირდება ჩემმა მერვე კლასმა გამოთქვა სურვილი დედები მოეწვიათ სკოლაში და მათთვის მიეძღვნათ ეს დღე, დედაშვილობის მადლი ნუ მოკლებოდეთ მათ და სრულიად საქართველოს! ❤











1 დღე გალას სამყაროში

 


ჩემმა მეცხრე კლასმა გამოთქვა სურვილი- ერთი დღე სრულად მიგვეძღვნა გალაკტიონისთვის, მისი პოეზიის უკეთ გაცნობის მიზნით. გალას სამყაროში მოგზაურობა ძალიან მოეწონათ მათ და სურვილი გამოთქვეს, თავიანთ პატარა მეგობრებსაც დაეხმარონ გალას სამყაროს უკეთ გაცნობაში

🥰 წარმატებები მათ!😊







3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...