დღეს, ეწერის საჯარო სკოლაში, მერვე,მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება- ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, მოგეხსენებათ, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომზე სასკოლო საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს დაუნის სინდრომი, მისი მახასიათებელი ნიშნები, დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპები და იმსჯელეს ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობაზე.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს დაუნის სინდრომის მქონე მხატვრის- ბერნადეტ რეშასნამუშევრები და მოუსმინეს დაუნის სინდრომის მქონე მუსიკოსის სუჯეტ დესაის მიერ როიალზე შესრულებულ ნაწარმოებს.
ჭრელი წინდები ამ დღის
სიმბოლოა, ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან
ინფორმაციის გამავრცელებლები.
რჩევა ჩემი მოსწავლეებისაგან :
. ყოველთვის
უმჯობესია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით
დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი.
• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, რადგან გავზარდოთ ცნობიერება დაუნის სინდრომზე.
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
No comments:
Post a Comment