Friday, April 23, 2021

აღდგომა-დღესასწაული დღესასწაულთა

 


          დღეს, ეწერის საჯარო სკოლაში, აღდგომის დღესასწულთან დაკავშირებით, ღონისძიება- ,,აღდგომა-დღესასწაული დღესასწაულთა" ჩატარდა. ღონისძიებაში მერვე,მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებმა,ხელოვნების მასწავლებელთან,ნანა ჯიქიასთან, ერთად, სააღდგომო ხელთნაკეთობები წარადგინეს, ისაუბრეს აღდგომის დღესასწაულზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე. ღონისძიების ბოლოს კი იგალობეს-,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით!"
მე და ჩემი მოსწავლეები გილოცავთ, მოახლოებულ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!































Thursday, April 22, 2021

დედამიწის დღე ეწერის საჯარო სკოლაში- ,,მეტი სიმწვანე"


                                         

              დღეს, ეწერის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღვნიშნეთ.  ამასთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე თემატური აქტივობა. გეოგრაფიის მასწავლებელი, ნანა ჯაბურია, მოსწავლეებს ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ სამოტივაციო თვალსაჩინოებები დამზადებული და მოუწოდებდნენ თანატოლებს, რომ არ დააგვიანონ გარემო და იზრუნონ მის გამწვანებასა და დაცვაზე. მოსწავლეებმა გააკეთეს დაავადებული დედამიწის ინსცენირება და იმსჯელეს თუ რა უნდა გაკეთდეს მის განსაკურნებლად. მეცხრე კლასის მოსწავლემ,მარიამ ფიფიამ, წაიკითხა თავისი მოთხრობა- ,,დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს იგი იტყოდა...", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის მომღერალთა გუნდმა დედამიწას უმღერა. ღონისძიების ბოლოს კი სკოლის ეზო გავამწვანეთ ყვავილებით.
              შეგახსენებთ,რომ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
 ჩვენი სკოლა მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ გარემოს! მეტი სიმწვანე ჩვენს პლანეტაზე! :)
























Friday, April 16, 2021

ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია



         16 აპრილს, ეწერის საჯარო სკოლაში, ჩატარდა  ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია, სადაც კლუბის ხელმძღვანელმა,დემეტრე ძაძამიამ, დამსწრეებს გააცნო კლუბის მიზნები,ამოცანები და სამოქმედო გეგმა. პირველი შეხვედრისთვის შერჩეული ნაწარმოები იყო, გურამ დოჩანაშვილის,  ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ  უყვარდა“. კლუბის წევრებმა ჯერ განიხილეს ავტორის ბიოგრაფია, შემდეგ  ერთმანეთს გაუზიარეს ნაწარმოებზე შთაბეჭდილებები და ჩაერთვნენ დისკუსიაში.
         ჩატარებულმა ღონისძიებამ, რომელიც მოსწავლეთა სურვილების,ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და განხორციელდა, ხელი შეუწყო ნაწარმოების უკეთ გააზრებას. მოსწავლეები დაფიქრდნენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე.
            მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი ნაწარმოები იქნება გოდერძი ჩოხელის ნოველა- ,,სიყვარულის ცეცხლი“. მსურველებმა ტექსტისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლუბის ხელმძღვანელს.
          ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.გვინდა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლეებისთვის იქცეს ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ღირებულებები.
წარმატებები ჩემს მოსწავლეებს ლიტერატურის მშვენიერ სამყაროში!💚💗
 















3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...