16 აპრილს, ეწერის საჯარო სკოლაში, ჩატარდა ლიტერატურის
მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია, სადაც კლუბის ხელმძღვანელმა,დემეტრე ძაძამიამ, დამსწრეებს
გააცნო კლუბის მიზნები,ამოცანები და სამოქმედო გეგმა. პირველი შეხვედრისთვის შერჩეული
ნაწარმოები იყო, გურამ დოჩანაშვილის, ,,კაცი,
რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. კლუბის
წევრებმა ჯერ განიხილეს ავტორის ბიოგრაფია, შემდეგ ერთმანეთს გაუზიარეს ნაწარმოებზე შთაბეჭდილებები
და ჩაერთვნენ დისკუსიაში.
ჩატარებულმა ღონისძიებამ, რომელიც მოსწავლეთა სურვილების,ინტერესებისა
და საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა და განხორციელდა, ხელი შეუწყო ნაწარმოების უკეთ
გააზრებას. მოსწავლეები დაფიქრდნენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე.
მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი ნაწარმოები იქნება გოდერძი ჩოხელის ნოველა-
,,სიყვარულის ცეცხლი“. მსურველებმა ტექსტისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლუბის ხელმძღვანელს.
ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.გვინდა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლეებისთვის იქცეს ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ღირებულებები.
წარმატებები ჩემს მოსწავლეებს ლიტერატურის მშვენიერ სამყაროში!💚💗
Friday, April 16, 2021
ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 მარტი - დედის დღე
ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები. მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...
-
ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი იუბილარია .კლუბი სამი წლის გახდა . იუბილესთან დაკავშირებით კლუბში სტუმრად მოვიწვიეთ ჩვენი...
-
ლიტერატურული კლუბში მორიგი შეხვედრა ჩატარდა შეჯიბრის სახით- ვინ უფრო იცნობს ქართულ მწერლობას. კლუბის წევრები დაიყვნენ კლასებად მე-10 კლასი...
-
2 თებერვალი წიგნის კითხვის მსოფლიო დღეა . წელს ასეთი აქტივობით შევუერთდით ამ დღეს. შევიკრიბეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა ერთმანეთს გ...
No comments:
Post a Comment