Tuesday, May 25, 2021

მოწვეულ სტუმრად ცისანა მასწავლებელი და თემურ ელიავას პოეზიის საღამო

 

ჩემი მეთერთმეტე კლასის დიდი სურვილი იყო ცისანა მასწავლებლის მოწვევა სკოლაში და დადგა ეს დღეც!  მოსწავლეებმა ყოფილ  მასწავლებელს წაუკითხეს თემურ ელიავას ლექსები, ცისანა მასწავლებელიც ესაუბრა თავის დიდ გამოცდილებაზე მოსწავლეებს, ღონისძიება დასრულდა ბევრი ღიმილით, ჩახუტებითა და სიმბოლური ცეკვით. ჩვენ კი დიდი მადლობას ვუხდით მას სტუმრობისათვის და სასიამოვნო საღამოსათვის! 🥰
















 







Friday, May 21, 2021

ლიტ.კლუბის შეხვედრა- ჯეიმზ ჯოისი ,,ეველინი"


 

         დღეს, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში განვიხილეთ ჯეიმზ ჯოისის ,,ეველინი".
კლუბის ხელმძღვანელმა, დემეტრე ძაძამიამ, გაგვაცნო თავისი ფავორიტი უცხოელი მწერლის ბიოგრაფია და სწორედ მან შეარჩია აღნიშნული ნაწარმოებიც. ,,ეველინი" არის ნოველა ,,დუბლინელებიდან". მოსწავლეებს ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია X1X- XX საუკუნეების დუბლინზე. ეველინი არის 19 წლის გოგონა,რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შეცვალოს მისი ცხოვრება და გაჰყვეს თავის სიყვარულს თუ დედისთვის მიცემული პირობა შეასრულოს და მიხედოს ოჯახს. გმირის გადაწყვეტილებამ მოსწავლეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი მადლობა კლუბის თითოეულ წევრს ასეთი აქტიურობისათვის! 💗









ლიტ.კლუბის შეხვედრა-გოდერძი ჩოხელი ,,სიყვარულის ცეცხლი"

 

                                   
             მორიგი შეხვედრა ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში, დღევანდელი ტექსტი იყო გოდერძი ჩოხელის  ,,სიყვარულის ცეცხლი", მოსწავლეებმა განიხილეს მოხუცი სებას ისტორია, ისაუბრეს ყოფითი საგნების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. სიყვარული-მართლაც,ეს ის თემაა,რომელიც გულგრილს არავის ტოვებს... ზოგ მოსწავლეს ამ წიგნის ეკრანიზაციაც უნახავს და გაუზიარეს მეგობრებს თავიანთი შთაბეჭდილებები. 

















3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...