Friday, May 21, 2021

ლიტ.კლუბის შეხვედრა- ჯეიმზ ჯოისი ,,ეველინი"


 

         დღეს, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში განვიხილეთ ჯეიმზ ჯოისის ,,ეველინი".
კლუბის ხელმძღვანელმა, დემეტრე ძაძამიამ, გაგვაცნო თავისი ფავორიტი უცხოელი მწერლის ბიოგრაფია და სწორედ მან შეარჩია აღნიშნული ნაწარმოებიც. ,,ეველინი" არის ნოველა ,,დუბლინელებიდან". მოსწავლეებს ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია X1X- XX საუკუნეების დუბლინზე. ეველინი არის 19 წლის გოგონა,რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შეცვალოს მისი ცხოვრება და გაჰყვეს თავის სიყვარულს თუ დედისთვის მიცემული პირობა შეასრულოს და მიხედოს ოჯახს. გმირის გადაწყვეტილებამ მოსწავლეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დიდი მადლობა კლუბის თითოეულ წევრს ასეთი აქტიურობისათვის! 💗









No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...