დღეს, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში გაიმართა მორიგი შეხვედრა. განვიხილეთ, მეოცე საუკუნის გერმანელი მწერლის, ფრანც კაფკას ,,მეფამორფოზა".
რა ხდება მაშინ როცა გარდასახვას განიცდის შენი მთელი გარემომცველი სამყარო- „ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო“-ასე იწყებს კაფკა... ფიქრობ,იქნებ მხოლოდ პირველი წინადადების ეფექტია, ოცნებობ იქნებ შეიცოდოს ეს ბიჭი კაფკამ და დაასრულოს ამ საგიჟეთის თხრობა. მაგრამ არა… განწირული ხარ ბოლომდე იკითხო, ჯავშნინან მწერად ქცეული, საოცრად კეთილი ბიჭის, გრეგორი ზამზას ისტორია. ეს კაფკას მეტაფორის რეალიზაციაა.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გმირების მეტამორფოზამ მოსწავლეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, იმსჯელეს პიროვნების გაუცხოების პრობლემებზე, განიხილეს კონფლიქტის თავისებურებები და მისი გამომწვევი მიზეზები,ისაუბრეს როგორაა ტექსტში სულიერი ფასეულობების უარყოფა მოცემული და როგორ უკავშირდება იგი თანამედროვე სამყაროს. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ნახონ ამ წიგნის ეკრანიზაციაც. მეგი ჭანტურიამ თავისი ნახატები შემოგვთავაზა გმირის გარდასახვაზე.
დიდი მადლობა კლუბის თითოეულ წევრს ასეთი აქტიურობისათვის! <3
No comments:
Post a Comment