ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში შედგა მორიგი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს რიჩარდ ბახის ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონი", რა ხდება მაშინ როცა გბეზრდება ყოველდღიური ცხოვრება, როცა თავისუფლების წყურვილი გუნდიდან გარიყვის მიზეზი ხდება... ჯონათანი ჩვეულებრივი თოლიაა რომელიც არაჩვეულებრივად აზროვნებს! კლუბის წევრებმა იმსჯელეს ტოლერანტობის პრინციპებზე ნაწარმოებში. თოლია ჯონათანი არის ერთგვარი სიმბოლო თავისუფლების,მიზანდასახულობისა და ახლის შემეცნების. როგორც ჩემმა მოსწავლეებმა დაასკვნეს- როცა მიზანდასახული ხარ და შრომა არ გეზარება ყველაფერი გამოვა! მე და ჩემი ლიტერატურის მოყვარული მოსწავლეები გისურვებთ ფრენას თავისუფლად, თავისუფლებით გაჟღენილ ჰაერში! 🥰
Friday, November 26, 2021
Wednesday, November 24, 2021
გიორგობა ოსინდალეში
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს თაიას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. დავათვალიერეთ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი, წმინდა გიორგის მადლი ნუ მოუშალოს ღმერთმა ჩემს მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს!
Tuesday, November 16, 2021
შემოდგომის გალაკტიონი
დღეს, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 130 წლისთავს პოეზიის საღამო- ,,შემოდგომის გალაკტიონი" მიუძღვნეს .
მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები და ისაუბრებს პოეტის ბიოგრაფიაზე.
Monday, November 8, 2021
8 ნოემბერი-ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე
დღეს დაიბადა ადამიანი,რომელიც რაციონალურ ფიქრს, ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას განასახიერებს. დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. როგორი იქნებოდა საქართველო მის გარეშე... თუ ჩვენი ქვეყანა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და განვითარებისთვის იბრძვის ეს მისი დიდი დამსახურებაცაა. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მეთორმეტე კლასში, გაიმარდა დისკუსია, მოსწავლეებმა განიხილეს ილიას მოღვაწეობა როგორც ისტორიულ ასევე ლიტერატურულ ჭრილში. ბოლოს იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე.
ამ კაცის სიცოცხლეს და სიკვდილსაც საქართველო არასდროს დაივიწყებს,დაასკვნა კლასმა -ქართველი ერისთვის ორივე დიდი გაკვეთილია!
Subscribe to:
Posts (Atom)
3 მარტი - დედის დღე
ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები. მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...
-
ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი იუბილარია .კლუბი სამი წლის გახდა . იუბილესთან დაკავშირებით კლუბში სტუმრად მოვიწვიეთ ჩვენი...
-
ლიტერატურული კლუბში მორიგი შეხვედრა ჩატარდა შეჯიბრის სახით- ვინ უფრო იცნობს ქართულ მწერლობას. კლუბის წევრები დაიყვნენ კლასებად მე-10 კლასი...
-
2 თებერვალი წიგნის კითხვის მსოფლიო დღეა . წელს ასეთი აქტივობით შევუერთდით ამ დღეს. შევიკრიბეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა ერთმანეთს გ...