დღეს დაიბადა ადამიანი,რომელიც რაციონალურ ფიქრს, ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას განასახიერებს. დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. როგორი იქნებოდა საქართველო მის გარეშე... თუ ჩვენი ქვეყანა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და განვითარებისთვის იბრძვის ეს მისი დიდი დამსახურებაცაა. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მეთორმეტე კლასში, გაიმარდა დისკუსია, მოსწავლეებმა განიხილეს ილიას მოღვაწეობა როგორც ისტორიულ ასევე ლიტერატურულ ჭრილში. ბოლოს იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე.
ამ კაცის სიცოცხლეს და სიკვდილსაც საქართველო არასდროს დაივიწყებს,დაასკვნა კლასმა -ქართველი ერისთვის ორივე დიდი გაკვეთილია!
No comments:
Post a Comment