Wednesday, March 23, 2022

პროექტი-სიმბოლოთმეტყველების კვირეული

 

    
ჩვენი სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში შედგა პროექტის ,,სიმბოლო და სიმბოლოთმეტყველების" კვირეულის შეჯამება. 
პროექტის ხანგრძლივობა 1 კვირა.

სიმბოლო ემსახურება იმ სამყაროს გაგებას რომელშიც ვცხოვრობთ. ის ერთგვარი ნიადაგია რომელზე დაყრდნობითაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაფასებთ რაიმეს. ამ თვალსაზრისით,ადამიანები მიმართავენ სიმბოლოებს არა მხოლოდ გარესამყაროს საზრისების დასადგენად,არამედ საზოგადოების წევრად გახდომისთვისაც. 

კლუბის წევრებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოძიებული სიმბოლოთმეტყველებაზე. მოსწავლეებმა  განიხილეს სიმბოლოს ,,საზრისი" და ,,მნიშვნელობა", სიმბოლოთა სისტემის ფუნქციინირება სამ დონეზე და წარადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები:
დათა ძაძამია- ყვავილთა სიმბოლოები ქართულ პოეზიაში;
ლიკა შონია-,,გრაალის სიმბოლიკა";
მარიამ ფიფია და ეკა ქარდავა-,,ჯვრის სიმბოლიკა";
მეგი ჭანტურია-,,ღორების დანაშაული და სასჯელი";
ანანო აბრალავა-,,გვირგვინოსანი ლომი";
დემეტრე ძაძამია და მარიამ ციმიმტია- ,,ხეთა სიმბოლიკა";
ანი ქარდავა-,,ფერთა სიმბოლიკა ვეფხისტყაოსანში";

წარმატებები კლუბის წევრებს და დიდი მადლობა მათ საინტერესო მოხსენებებისთვის! ❤





































Monday, March 21, 2022

უკრაინული კინოს დღეები ეწერის საჯარო სკოლაში

         


          ეწერის საჯარო სკოლის კინოკლუბში, ,,უკრაინული კინოს დღეების" ფარგლებში, გაიმართა კინოჩვენება. კინოკლუბის ხელმძღვანელმა, მეგი ჭანტურიამ, შემოგვთავაზა ახტემ სეიტაბლაევის ფილმი - ,,კიბორგები-გმირები არასოდეს კვდებიან".  ფილმი გვიყვება უკრაინის ისტორიას-2014 წლის ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდში. კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ახლანდელ რუსეთ-უკრაინის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. კინოკლუბის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი ბანერებიც დაამზადეს (დახმარებისათვის დიდი მადლობა ნანა მასწავლებელს 🥰 ). 
         უკრაინული კინოს დღეების მთავარი გზავნილია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! დიდება გმირებს!
დაე, მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან!




































3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...