ეწერის საჯარო სკოლის კინოკლუბში, ,,უკრაინული კინოს დღეების" ფარგლებში, გაიმართა კინოჩვენება. კინოკლუბის ხელმძღვანელმა, მეგი ჭანტურიამ, შემოგვთავაზა ახტემ სეიტაბლაევის ფილმი - ,,კიბორგები-გმირები არასოდეს კვდებიან". ფილმი გვიყვება უკრაინის ისტორიას-2014 წლის ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდში. კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ახლანდელ რუსეთ-უკრაინის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. კინოკლუბის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი ბანერებიც დაამზადეს (დახმარებისათვის დიდი მადლობა ნანა მასწავლებელს 🥰 ).
უკრაინული კინოს დღეების მთავარი გზავნილია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! დიდება გმირებს!
დაე, მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან!
No comments:
Post a Comment