Friday, October 21, 2022

კულტურული მრავალფეროვნება

 🗺პარტნიორობა საერთო მიზნის მიღწევისა და კათედრებს შორის ინტეგრირებული მუშაობის ფარგლებში განხორციელდა პროექტი კულტურულ მრავალფეროვნებაზე VII-XI კლასებში. პრეზენტაცია „მეგობრობის ხიდი“ წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, ალექსანდრე სივოლაპოვმა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა.


🌐ალექსანდრემ მოსწავლეებს გააცნო აფხაზეთის კულტურა, წეს-ჩვეულებები;

ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესახებ და დავუკავშირეთ იგი კულტურულ მრავალფეროვნებას.

 

🌐პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე, მოიყვანეს საინტერესო გეოგრაფიული ფაქტები, დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის ფლორასა და ფაუნაზე. ბოლოს წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე და

შეასრულეს სიმღერა, რომელიც ძალიან ემოციური გამოდგა, როგორც თავად ალექსანდრემაც აღნიშნა. მოსწავლეებმა მომდევნო შეხვედრის სურვილიც გამოთქვეს.


🌐ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დიანა ფიფია;

ისტორიის მასწავლებელი - ასმათ ციმინტია; ბიოლოგიის მასწავლებელი - ვალერიანე ფიფია;

გეოგრაფიის მასწავლებელი - ნანა ჯაბურია.
















No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...