Thursday, November 24, 2022

სტომატოლოგი მაგდა ფიფია სტუმრად ჩვენს კლუბში


ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში გრძელდება პროფორიენტაციის მიზნით შეხვედრები. ამჯერად კლუბის სტუმარი იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული და წარმატებული სტომატოლოგი  მაგდა ფიფია. შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს მისცა რჩევები, გაუზიარა გამოცდილება, გააცნო პროფესიული ნიუანსები და რამოდენიმე მოსწავლეც დააფიქრა ამ პროფესიით მომავლის შექმნაზე.
 მადლობა ჩვენს სტუმარს და წარმატებები მას და ჩვენს მოსწავლეებს პროფესიულ საქმიანობაში! 💚




















 

სოციალური პროექტი-დავეხმაროთ მოხუცებს

 





ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში განვიხილეთ გოდერძი ჩოხელის მოთხრობა  ,,სიყვარულის ცეცხლი", რის შემდეგაც იყო დისკუსია მოხუცი სებას შესახებ, სადაც ბევრი იმსჯელეს მარტოდარჩენილ მოხუცთა ფიქრებზე. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა  სოციალური პროექტისა -  ,,დავეხმაროთ მოხუცებს".
პროექტის ფარგლებში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჩვენს სოფელში მცხოვრები მოხუცების საჭიროებებზე და გამოთქვეს სურვილი მათი დახმარების. მოსწავლეებმა მათ დაეხმარება გაუწიეს მოსავლის აღებაში, ეზოს დალაგებასა და შეშის მომარაგებაში. მოხუცები კმაყოფილები იყვნენ ჩვენი სტუმრობით, მათ კი ძველი და საინტერესო ამბების თხრობით გაგვახარეს 🥰🥰🥰

მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავსი სოციალური პროექტები გაგრძელების.

დიდი ხნის სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს მოხუცებს! 🥰














Wednesday, November 23, 2022

ლეო ქიაჩელის მუზეუმში



,,ჰაკი აძბას" შეჯამების მერე, ლიტერატურის მოყვარულები ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ სოფელ ობუჯში. მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა დროს ბევრი რამ გაანადგურეს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ის მცირე მემკვიდრეობა რაც ინახებოდა მუზეუმში და უფრო ვრცლად გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას.


















 

Saturday, November 19, 2022

,,თევზი ხეზე"




ეწერის საჯარო სკოლის მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელები სტუმრობდნენ 
 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახწლმწიფო დრამატულ თეატრს. ნახეს სპეკტაკლი ,,თევზი ხეზე", ქეთევან სამხარაძის რეჟისორობით. ლინდა მალალა ჰანთის წიგნი ,,თევზი ხეზე" ჩემი მეხუთეკლასელების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია, ახლა კი ჩემი მოსწავლეები ძალიან აღფრთოვანებულები არიან სპეკტაკლის ნახვის შემდეგ, და რა უნდა თევზს ხეზე? ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის,ის ამბობდა:,,ყველა ჭკვიანია,მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განვსჯით, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის ჩათვლის რომ სულელია"... 
სპეკტაკლის ჩვენების მეორე დღეს მეხუთეკლასელებთან გავმართე დისკუსია და ჩემმა პატარებმა დაასკვეს, რომ შეზღუდული შესაძლებლიბა პირობითი ტერმინია და ეს ამბავი გვარწმუმებს იმაში  რომ ყოველთვის მნიშნველოვანია მხარდაჭერა...










3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...