ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში განვიხილეთ გოდერძი ჩოხელის მოთხრობა ,,სიყვარულის ცეცხლი", რის შემდეგაც იყო დისკუსია მოხუცი სებას შესახებ, სადაც ბევრი იმსჯელეს მარტოდარჩენილ მოხუცთა ფიქრებზე. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა სოციალური პროექტისა - ,,დავეხმაროთ მოხუცებს".
პროექტის ფარგლებში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჩვენს სოფელში მცხოვრები მოხუცების საჭიროებებზე და გამოთქვეს სურვილი მათი დახმარების. მოსწავლეებმა მათ დაეხმარება გაუწიეს მოსავლის აღებაში, ეზოს დალაგებასა და შეშის მომარაგებაში. მოხუცები კმაყოფილები იყვნენ ჩვენი სტუმრობით, მათ კი ძველი და საინტერესო ამბების თხრობით გაგვახარეს 🥰🥰🥰
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავსი სოციალური პროექტები გაგრძელების.
დიდი ხნის სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს მოხუცებს! 🥰
No comments:
Post a Comment