დღეს ემოციებით დატვირთული დღე გვქონდა, ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი სტუმრობდა ისტორიკოს იოსებ შენგელიას, სოფელ ჯიხაშკარში. იოსებს პატარა ეთნო კუთხე აქვს შექმნილი, მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა თავისი ნუმიზმატიკის ნიმუშები, მინერალების კოლექცია, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, გარდა ამისა უძველესი მეგრული ყურძნის ჯიშები რომლის რაოდენობაც 50 მდეა. ის ამრავლებს გადაშენების პირას მისულ ხეხილის ხეებსაც. დავაგემოვნეთ კეცზე გამოცხვარი ხაჭაპურიც. შემდეგ ავედით ჯიხაშკარის ციხეზე სადაც მოგვიყვა ციხის ისტორია. უდიდესი მადლობა მას გულთბილი მიღებისათვის და წარმატებები თავის პროფესიულ საქმეში! <3
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 მარტი - დედის დღე
ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები. მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...
-
ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი იუბილარია .კლუბი სამი წლის გახდა . იუბილესთან დაკავშირებით კლუბში სტუმრად მოვიწვიეთ ჩვენი...
-
ლიტერატურული კლუბში მორიგი შეხვედრა ჩატარდა შეჯიბრის სახით- ვინ უფრო იცნობს ქართულ მწერლობას. კლუბის წევრები დაიყვნენ კლასებად მე-10 კლასი...
-
2 თებერვალი წიგნის კითხვის მსოფლიო დღეა . წელს ასეთი აქტივობით შევუერთდით ამ დღეს. შევიკრიბეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა ერთმანეთს გ...
No comments:
Post a Comment