სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ეწერის
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დიანა ფიფიას პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ქართული ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების კვლევა
და ხელშემწყობი სტრატეგიების
დაგეგმვა.
2021-2022 სასწავლო წლი
სარჩევი
შესავალი-----------------------------------------------------------
3
თემის
აქტუალობა-------------------------------------------------4
კვლევის
მიზანი----------------------------------------------------5
პრობლემის
ანალიზი----------------------------------------------6
საკვლევი
კითხვები------------------------------------------------6
სამიზნე
ჯგუფი-----------------------------------------------------7
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------7
კვლევის
მეთოდები------------------------------------------------15
მონაცემთა
ანალიზი-----------------------------------------------16
ძირითადი
მიგნებები----------------------------------------------17
ინტერვენციები-----------------------------------------------------19
ინტერვენციების
შეფასება----------------------------------------24
დასკვნა--------------------------------------------------------------26
რეკომენდაციები---------------------------------------------------29
გამოყენებული
ლიტერატურა------------------------------------32
რეფლექსია----------------------------------------------------------33
დანართები----------------------------------------------------------20
შესავალი
ჩემი,
როგორც ყველა პედაგოგის სურვილია, დავეუფლო მოსწავლეთა თანამედროვე საგანმანათლებლო
საჭიროებებისათვის შესაფერის მეთოდებს. შევძლო წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება,
მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების , სტარატეგიების
მოძიება და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს
ნაშრომს, რომელიც პედაგოგის პირად პრაქტიკას, დაკვირვებას, შეფასებას, ანალიზსა და
დასკვნებს მოიცავს. პრაქტიკის კვლევას, რა თქმა უნდა, აქვს კონკრეტული მიზანი.
ცხადია, კვლევა არ არის მოწყვეტილი ჩვენს პრაქტიკას.
ის ხელს უწყობს პედაგოგს დასახოს პრობლემის გადაჭრის გზები, გამოსცადოს ახალი იდეები,
წარმოაჩინოს ძლიერი მხარეები და განივითაროს ახალი და საჭირო უნარ- ჩვევები, მოსწავლეთა
შედეგების გასაუმჯობესებლად.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების,
დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა
კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა - სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური
მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით.
ნაშრომი წარმოადგენს პედაგოგიური პრაქტიკის კველავის
ანგარიშს თემაზე: ქართული ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების კვლევა და ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა.
კვლევის დაწყებამდე მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება,
დავსვი საკვლევი კითხვები, გამოვკვეთე მიზანი. გავეცანი საკველევ საკითხთან დაკავშირებულ
ლიტერატურას.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიში გავუზიარე
კოლეგებს და მათგანაც მივიღე საჭიო რეკომენდაციები და კონსტრუქციული უკუკავშირი.
თემის აქტუალობა:
დაწყებით სკოლაში, სადაც საფუძველი ეყრება ქართული ენის ბუნებააგებულების შესწავლას, დიდი მნიშვნელობა აქვს ორთოგრაფია - ორთოეპიის ელემენტარული კურსის მაღალ დონეზე ათვისებას, უზრუნველყოფას მოსწავლეთა წიგნიერების დონის ზრდასა და სათანადო სამეტყველო უნარ-ჩვევების ფორმირებას.
თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ორთოეპიისა და ორთოგრაფიის საკითხების სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისათვის.
დღესდღეობით თანამედროვე სალიტერატურო ენაზე დახვეწილად მეტყველება და ნორმების დაცვა აუცილებელ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმედ იქცა. ამიტომ სკოლაც განსაკუთრებული ამოცანის წინაშე დგას. არა მარტო ქართული ენის მასწავლებელი, არამედ მთელი პედაგოგიური კოლექტივის გამოწვევაა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების დახვეწასა და განვითარებას.
როგორც ვიცით, ქართული ენა საჯარო სკოლაში არა მარტო სასწავლო დისციპლინაა, არამედ – სხვა საგანთა სწავლების საფუძველიც. სალიტერატურო ენის სწავლებას საფუძველი დაწყებით სკოლაში ეყრება. აქ ეცნობიან თანამედროვე სალიტერატურო ენის ელემენტარულ წესებს, ხოლო შემდგომ კლასებში ეს ცოდნა უფრო ღრმავდება და რამდენადმე სისტემურ ხასიათს იძენს.
დაწყებით კლასებში ორთოეპია-ორთოგრაფიის ელემენტარული საკითხების სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის საერთო წიგნიერების დონის ამაღლებას, ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ნიადაგს ამზადებს შემდგომ კლასებში მშობლიური ენის საკითხების უფრო საფუძვლიანად და გააზრებული შესწავლისათვის.
მართლწარმოთქმა და მართლწერა თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენის ნორმების დაცვისა და მეტყველების კულტურის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა.
ორთოეპია-ორთოგრაფიის საკითხები სხვადასხვა დროს სხვადასხვა დოზით იყო წარმოდგენილი სახელმძღვანელოებში. წლების განმავლობაში იცვლებოდა პროგრამები და სახელმძღვანელოები. თანდათან იხვეწებოდა მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხთა სწავლების მეთოდიკა.
საკვლევი თემა :
ქართული ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის კვლევა – ხელშემწყობი ეფექტური სტრატეგიების დადგენის მიზნით.
კვლევის ძირითადი მიზანი:
კვლევის
მიზანია სასწავლო პროცესზე დაკვირვებითა და საგანგებო ცდების ჩატარებით მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებთან დაკავშირებული სიძნელეების დადგენა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შემუშავება.
ამისათვის მიზნად
დავისახე:
v შემესწავლა და გამეანალიზებინა მართლწერის სწავლების პრაქტიკა და წერითი სავარჯიშოების სისტემა. ამით ნათლად დავინახე მართლწერის ჩვევის გამომუშავების შემაფერხებელი თუ ხელისშემწყობი ფაქტორები.
v გადავწყვიტე შემემუშავებინა ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც ეფექტური იქნებოდა მართლწერის ჩვევათა გამომუშავებისათვის
პრობლემის ანალიზი:
მოსწავლეები ხშირად უშვებენ ორთოგრაფიულ შეცდომებს, რაც, რათქმაუნდა, ხელს უშლის ტექსტის
სწორად გააზრებას, შესაბამისად, ნაწერიც ბუნდოვანი ხდება. ამიტომ გადავწყვიტე დავკვირვებოდი
ამ პრობლემის მიზეზებს და მათი აღმოფხვრის მიზნით შემემუშავებინა შესაბამისი აქტივობები.
მართლწარმოთქმა და მართლწერა თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენის ნორმების დაცვისა და მეტყველების კულტურის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა.
საკვლევი კითხვები:
v რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები
მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით?
v როგორია
მათი ფონური ცოდნა?
v რა ეფექტური
ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება დაეხმარება მათ მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების
დაძლევაში?
სამიზნე ჯგუფი
მართლწერასთან
დაკვაშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების მიზნით ეწერის საჯარო
სკოლის დაწყებით საფეხურზე ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
კვლევაში
მონაწილეობდა V კლასის 14 მოსწავლე. კვლევის ჩატარების აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ აღნიშნული კლასი გამოირჩევა მაღალი აკადემიური
მოსწრებით ქართული ენის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად, თუმცა საგაკვეთილო პროცესსა
და აგრეთვე შემაჯამებელ დავალებებშიც ყოველ ჯერზე უშვებენ შეცდომებს წერით მატყველებაში(
სიტყვების მართლწერისას) .
ამრიგად,
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე საჭიროა ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა და
გამოყენება, ყურადღების გამახვილება ხელისშემშლელი ფაქტორების დროულად გამოვლენა და
მრავალფეროვანი აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში მართლწერის უნარის განვითარების
ხელშესაწყობად .
ლიტერატურის მიმოხილვა:
სხვადასხვა
დროს ქართულ პრესაში ქვეყნდებოდა მეთოდისტთა და პრაქტიკოს მასწავლებელთა მეთოდიკური
ხასიათის სტატიები დაწყებით კლასებში მართლწერისა და მართლმეტყველების სწავლების შესახებ.
იქმნებოდა დისერტაციებიც ამ საკითხის შესახებ (ვ. რამიშვილი, რ. ლიპარტელიანი, მ. მეძველია,
ნ. მაღლაკელიძე, მ. მიქაძე, ნ. ჯაჯანიძე და ა.შ.) მაგრამ დღეს ამ საკითხის კვლევის
აუცილებლობა სკოლის რეფორმამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც დაწყებითი კლასები ტრადიციული
4 წლის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრა. V-VI კლასები
ელემენტარული განათლების რგოლში გაერთიანდა. რეფორმების საფუძველზე იცვლებოდა ტერმინებიც „ელემენტარული“, „დაწყებითი“
და, რაც მთავარია, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ცალკეული კლასის მასალის გამოცდილებათა
განზოგადება
კვლევის
დაწყებამდე მოვიძიე შესაბამისი ლიტერატურა
მართლწერასთან დაკავშირებით.
ამ კვლევაზე მუშაობისას დამეხმარა როგორც ინტერნეტ სივრცეში განთავსებული საინტერესო
თეორიული და პრაქტიკული მასალები, ის ლიტერატურა რომელიც ეხებოდა პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევას, ასევე გამოვიყენე განათლების ფსიგოლოგთა (ანიტა ვილფოლკი,დევიდ პერკინსი,
დიმიტრი უზნაძე , ლ.ვიგოტსკი) რჩვები.
პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა
კვლევა არის
მეცნიერული ცოდნის გაღრმავება, მუდმივი ძიების პროცესი ,ახალი თეორიების ,მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა, დოკუმენტირება და წარდგენა კვლევის ანგარიშის
სახით. სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი
პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით კვლევის მონაწილეები , მკვლევარები ერთიანდებიან
საერთო პრობლემის ირგვლივ, რომ მოახდინონ
პრობლემის იდენტიფიცირება, შედეგზე ორიენტირებული ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა
,ახალი იდეების ,ინოვაციების გამოცდა საჭირო უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
პედაგოგიური
კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან პრიორიტეტული საკითხების
, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების განსაზღვრისა და გამოკვეთისათვის;
საჭირო გეგმების/
მიზნების ჩამოყალიბებისათვის, ღრმა ანალიზის საფუძველზე სწორი გზების/ მეთოდების
შერჩევისთვის, რომელიც სასურველი შედეგების
მიღებას განაპირობებს.
ეს პროცესი
გამოწვევაა ჩემთვის, რადგან შრომატევადი და რთული სამუშაოა, მოითხოვს თანმიმდევრულ, სტრუქტურირებულ მუშაობასა
და ნებისყოფას.
ამასთანავე
დიდ ინტერესს იწვევს ის საკითხი,რომ მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა, დახვეწა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია სწავლა–სწავლების
პროცესში და კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთება ის გზები და საშუალებები რითაც შესაძლებელი
იქნება ამ სირთულის დაძლევა ,რომ მოსწავლეებმა მეტი სარგებელი მიიღონ და თანამედროვე
მეთოდებით გაიუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.
ვფიქრობ, კვლევა გამოავლენს
მოსწავლეების ინტერესს, დიდი სურვილი მაქვს აღვძრა მათში მოტივაცია და ამ პრობლემას
მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ, ვიდრე აქამდე, რადგანაც ქართული ენის სწავლა სწავლების პროცესში მართლწერა ერთერთი
მნიშვნელოვანი საკითხია.
პროცესი საინერესო იქნება, რადგან აქტივობებს დავგეგმავ
ესგ–ეს საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად და ჩავრთავ საგაკვეთილო პროცესში, რომ პროგრამული მასალის გამრავალფეროვნებას ემსახურებოდეს.
ამრიგად
, კვლევა თავისი არსით მრავალმხრივი უნარების გამოყენებისა და განმტკიცების კარგი საშუალებაა
,რომელიც საკვლევი საკითხის სიღმისეული შესწავლის საუკეთესო მიდგომაა, ის მასწავლებელს
უბიძგებს შეიმუშაოს ან მიაგნოს მოსწავლეთა ხელშემწყობ სტრატეგიებს და მართლწერის ნორმების
დახვეწისათვის საჭირო უნარებით აღჭურვის გზებს.
კვლევის მიზანი და ამოცანები:
ქართული ენის მართლწერის დახვეწა ხანგრძლივი და კომპლექსური
პროცესია. როგორც კი რთულდება მასალა და ღრმავდება პრობლემები
, მოსწავლეებს უჭირთ ნებისყოფის გამომუშავება
წერი მეტყველების გაუმჯობესებისთვის. მეტად ზეპირმეტყველებაზე
არიან ორიენტირებულნი.
მოსწავლეების
სწავლის ხარისხი მართლწერაში ეცემა. ჩემი კვლევის
მიზანიც არის
დავადგინო:
Ø რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები
მართლწერის საკითხთან
დაკავშირებით.
Ø რა ტიპის სასწავლო რესურსები ,სწავლების
მეთოდოლოგია,სავარჯიშოთა სისტემა...
შევარჩიო სირთულის დასაძლევად
Ø გაიზარდოს
სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და აუმაღლდეთ მოტივაცია.
Ø შეთავაზებული
სტრატეგიებიდან/მეთოდებიდან იპოვონ მათთვის მოსახერხებელი
გზა, გაუზიარონ ერთმანეთს და გაიუმჯობესონ არსებული
ცოდნა.
ამოცანები:
v პრობლემური საკითხის განსაზღვრა.
v ფოკუს ჯგუფის
შექმნა / დისკუსია.
v დიაგნოსტიკური
წერა.
v მართლწერის
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
ინტერვენციების
დაგეგმვა და განხორციელება.
v მრავალფეროვანი, ეფექტური და საინტერესო სავარჯიშოების
შეთავაზება.
v შედეგების
განხილვა, მონაცემთა ანალიზი,შეფასება.
v კვლევის
ანგარიშის კოლეგებისთვის გაზიარება , რეკომენდაციების მიღება.
ამრიგად, კვლევის მიზნის განსაზღვრისა და შესაბამისი
ამოცანების დადგენისთანავე შევადგინე
სამოქმედო გეგმა,რომელიც დამეხმარება კვლევის დინამიურად
წარმართვასა და სასურველი შედეგის მიღებაში.
სამოქმედო გეგმა:
# |
აქტივობა |
მიზანი |
1 |
პრობლემის გამოკვეთა/ საკვლევი საკითხის განსაზღვრა |
პრობლემის აქტუალურობის დადგენა,საჭირო ნაბიჯების
დაგეგმვა. |
2 |
ფოკუს–ჯგუფის შექმნა |
მოსწავლეთა დამოკიდებულებების გამოვლენა საკვლევი საკითხის მიმართ |
3 |
კვლევის დღიურის წარმოება |
კვლევის პროცესის მასალების სტრუქტურირება |
4 |
ლიტერატურის გაცნობა |
საკითხის ღრმა ანალიზი, გააზრება, კვლევის პროცესის
სასურველი /სწორი მიმართულებით წარმართვა |
5 |
დიაგნოსტიკური წერა |
რამდენად რთულად დგას მართლწერის საკითხი და რა ხერხით
მეცადინეობენ მოსწავლეები |
6 |
თანამედროვე
მეთოდებისა და ხერხების შეთავაზება. |
მოტივაციის
ამაღლება და ჩართულობის გაზრდა |
7 |
განმეორებითი
წერა |
მართლწერის
სრულყოფა. |
8. |
შედეგების
გაზიარება კოლეგებისთვის |
სარგებელი
კოლეგებისთვის,რეკომენდაციები. |
9. |
კვლევის
ანგარიში |
კვლევის
გამთლიანება |
10 |
რეფლექსია |
გაწეული
სამუშაოსა და მიღებული შედეგების გაანალიზება. |
საკვლევი საკითხის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
შესაბამისობა
მუხლი
58. ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი
შესავალი
ქართული
ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის
საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები წარმოადგენს
არა შემთხვევით
ნაკრებს, არამედ ერთ მთლიან სისტემას. მან ხელი
უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების
დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა
საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა,
ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. სწავლების ძირითადი პრინციპია საგნის (ენისა
და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.
პიროვნების
საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე
ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების
მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა
და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:
Ø განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა);
Ø გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
Ø განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა
და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
Ø ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების
უნარი;
Ø შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის
ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
Ø გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც
ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
წერა. ინფორმაციისა
და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური
შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური
შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური
საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის
შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და
ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით
ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის
სავალდებულო ნორმებს.
1.მიმართულება:
წერა
მოსწავლეთა უმრავლესობა წერას სწავლების პირველ წელს
სწავლობს. წერაში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლეებმა წერონ ხშირად
და მიზანმიმართულად.
სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტების შედგენაზე მუშაობა
თავდაპირველად უნდა წარიმართოს მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საყრდენების/მინიშნებების
გამოყენებით თუ მოდელის მიხედვით. მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით, მრავალფეროვანი
და შინაარსიანი კონტექსტის მქონე წერითი დავალებების შესრულების გზით მოსწავლეები თანდათან
დახვეწენ კალიგრაფიას, გაიწაფებიან წერაში და შეიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას წერის
პროცესზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას წერის სამივე ეტაპზე: წერის
დაწყებამდე, წერის პროცესში, წერის შემდეგ.
V-VI კლასებში
მუშაობა უნდა წარიმართოს
იმ მიმართულებით, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გამართული წერითი მეტყველების, აზრის
თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემის უნარ-ჩვევები. ასევე სათანადო ყურადღება უნდა
მიექცეს მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
|
1.
მიმართულება: წერა |
შედეგების ინდექსი |
მოსწავლემ უნდა შეძლოს: |
ქართ.დაწყ.(I).13 |
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე
ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე. |
ქართ.დაწყ.(I).14 |
ნაცნობი
ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული
ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო
ნორმების დაცვა. |
ქართ.დაწყ.(I).15 |
წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად. |
1.
ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები
ა) ენის
ლექსიკოლოგიური ასპექტი: აქტიური
ლექსიკური ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების
შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება ნაცნობი მოდელების მიხედვით.
ბ) ენის გრამატიკული ასპექტი: სიტყვათა
მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი
გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო,
ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების
ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური
მიმართებები სიტყვებს შორის (შეთანხმება ზმნასა და სახელს შორის პირსა და
რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში.
კვლევის
მეთოდები:
მართლწერისა
და მართლმეტყველების საკითხთა სწავლების კვლევის მიზნით ჩავატარე შემდეგი სამუშაო:
Ø ამ კუთხით წინასწარ შევისწავლე და გამოვიკვლიე სპეციალური ლიტერატურა.
Ø შევისწავლე
მართლმეტყველებისა და მართლწერის ჩვევებზე
მუშაობის საკითხები V კლასში;
Ø გავაანალიზე წერითი ნამუშევრები სხვადასხვა თვალსაზრისით: როგორი ხარისხით სრულდება
კლასში წერითი სავარჯიშოები.
Ø რა მოცულობისაა
წერითი სავარჯიშოები, რა რაოდენობითაა წარმოდგენილი საწერ ტექსტებში შესწავლილი ორთოგრამები და ა.შ.
Ø სწავლების
პროცესზე დაკვირვებით გამოვლინდა ის ხარვეზები
და სიძნელეები, რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორია მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხთა
ათვისებაში და სათანადო პრგრამატიკული წესების გაცნობის პროცესი.
Ø მათი ფორმულირება,
ვარჯიში მართლწარმოთქმაზე.
Ø დავალებათა სისტემა და მოცულობა;
Ø როგორ მიმდინარეობს
შეცდომების გასწორება, როგორ ვარჯიშობენ
მართლწერაზე, როგორ ხდება ცოდნის ჩვევაში გადასვლა – ჩვევის ავტომატიზება და ა.შ.
ამ დროს
სასწავლო მასალის სწორად შერჩევასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეფექტური მეთოდებისა თუ ხერხების გამოყენებას.
დიაგნოსტიკური წერა
კვლევის
საჭიროების გამოვლენისთანავე ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება (კარნახით წერა) რომ დამედგინა არსებული მდგომარეობა.
მოსწავლეებს,საბაზო საფეხურზე გარკვეული გამოცდილება აქვთ მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით.
დიაგნოსტიკურმა წერამ აჩვენა, თუ რა შეცდომებს უშვებენ
მოსწავლეები ყველაზე ხშირად წერისას.
დიაგნოსტიკური
ტესტირების შედეგები:
ტესტირებიდან
გამოიკვეთა, რომ მხოლოდ მონაწილეთა 30%–მა შეძლო მაღალი შედეგების ჩვენება, საშუალოზე
მაღალი შედეგი მხოლოდ 19% იყო, დანარჩენ 38%–ს ცოდნის არასახარბიელო ხარისხი აქვს
, ხოლო 13% საჭიროებს სწრაფ დახმარებას. მოცემული ანალიზის მიხედვით საჭიროა ეფექტური
ნაბიჯების გადადგმა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ძირითდი მიგნებები:
გამოიკვეთა
შემდეგი საკითხების ცოდნის საჭიროება
§
სიტყვის
არასწორად დამარცვლა/გადატანა.
§
მწირი
ლექსიკური მარაგი.
§
რთული
სიტყვების მართლწერა.
§
რიცხვითი
სახელების მართლწერა.
§
სასვენი
ნიშნები
სარგებელი მოსწავლეებისთვის და
კოლეგებისთვის:
კვლევა თავისი
არსით გულისხმობს რაიმე პრობლემის გამოკვეთას,განხილვას და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. შესაბამისად ჩემს მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლენილი პრობლემების ანალიზისა და მათი დამუშავების
პროცესში
გამოყენებული
მეთოდები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიაზრონ საკითხი, რა სირთულეების
წინაშე დგანან, იმოქმედონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მიიღონ გამოწვევები ,ამ პროცესში იცვლება მათი
დამოკიდებულებები პრობლემის მიმართ,
იპოვიან მრავალფეროვან მეთოდებს, რო დახვეწონ მართლწერა.
კვლევა როგორც განვითარებისა და წარმატების გასაღები
აკავშირეს საერთო საკითხით
დაინტერესებულ მხარეებს , ქმნის ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის გარემოს , ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელს
პროფესიულ განვითარებაში, უვითარებს
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, იზრდება თანამშრომლებს
შორის კომუნიკაცია და ხდება გამოცდილების გაზიარება, საკითხის უკეთ გაანალიზების გზით მიაგნოს პრობლემის გადაწყვეტის
შედარებით მარტივ ,მორგებულ
მექანიზმებს, ხოლო კოლეგებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ უკვე გამოცდილი, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდები, რომ
სასწავლო პროცესში გაუადვილონ
წერის სწავლება თავიანთ მოსწავლეებს.
აქედან გამომდინარე, პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო
ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად,
როგორ შევისწავლოთ პრაქტიკული საქმიანობა, სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ.
იგი მიმართულია სკოლაში არსებული
რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ რეალური შედეგის მიღწევისა
და კვლევის ეფექტიანად განხორციელებისთვის
საჭირო ინსტრუმენტების მიგნებასა და გამოყენებას;
ასევე ამ კვლევის შედეგები და მიგნებები დაეხმარებათ
სხვა საგნების პედაგოგებს.
ინტერვენციები:
Ø დიაგნოსტიკური წერა.
Ø ლექსიკური მარაგის
შევსება.
Ø სიტყვები/მარცვლები.
Ø სახალისო სავარჯიშოები:
(,,ჩემი ოცნებაა...”, ,,ბედნიერი ვარ, როცა...“,
,,მაგონდება, როდესაც...“
Ø წერილის წერა.
Ø შეცდომაა/სწორია.
Ø სიტყვების პირამიდა.
Ø კროსვორდები.
Ø ტექსტის რედაქტირება.
Ø კარნახით წერა.
დანართები:
Ø
გაასწორეთ შეცდომები.
1.მოუსმინე და პასუხიც სათანადო გავეცი.
2.მე ბებიას საჩუქრებიც წაუღე.
3. ყველაფერი დაწვრილებით უამბე, რაც შემემთხვა.
4. ფანქრები რომ მქონოდა, ლამაზ ნახატს დაუხატავდი.
5. მე ყველას მშვიდობისაკენ მოუწოდებ.
6. თოჯინას კაბას კიდეც უჭრი და კიდეც უკერავ.
7. მინდა, რომ ჩემს ძმას ამანათი გაუგზავნო.
Ø
ხაზი გაუსვით
მართებულ პასუხებს.
1) მე ყურადღებით . . . . . . .(უსმენდი, ვუსმენდი).
2) დილით თმებს მე . . . . . . .(ვუვარცხნიდი, უვარცხნიდი).
3) მე იმწამსვე გარეთ ........(გამოვარი, გამოვვარდი).
4) მე ყოველთვის . . . . . . ..(უფრთხილდებოდი, ვუფრთხილდებოდი)
მას.
5) მე არ . . . . . . . . (უშვებდი, ვუშვებდი) დარიალთან
გააფთრებულ ყვითელ გველებს.
6) ჩვენ ყოველთვის ერთად ......(ვახშმობთ, ვვახშმობთ).
ინტერვენციების ანალიზი:
სიტყვის
დამარცვლა გადასატანად
რადგან ქართულში მართლწერის საფუძველი ძირითადად მართლწარმოთქმაა, ამიტომ მოსწავლეები ჯერ ზეპირმეტყველებაზე ვავარჯიშე.
შეცდომების თავიდან აცილებისათვის დაწყებით სკოლაშივე ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ საკითხს სიტყვის ფონეტიკური სტრუქტურის დაუფლებით და სიტყვის მართლწარმოთქმაზე მუშაობით.
მართლწარმოთქმაზე ვარჯიშის დროს ყურადღებას ვამახვილებთ
ყოველი ბგერის სწორად, გამოკვეთილად და სრული ბგეროვნებით წარმოთქმაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით
პრობლემურია ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ, რ, ლ, მ, ნ, ვ თანხმოვნები. შეცდომების თავიდან ასაცილებლად
მოსწავლეთა ფონემატური სმენის განვითარებისა და სიტყვის
სტრუქტურაში.გარკვევისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვის დამარცვლას, რაც შემდგომში
საფუძვლად ედება სიტყვის გადატანის წესების გაცნობას.
მარცვლის შესწავლა „ავითარებს მოსწავლეებში სიტყვათა
ბუნებრივ ნაწილებად დაყოფის ჩვევას და ყოველი ნაწილი ზუსტად, მკაფიოდ წარმოითქმის“(თალაკვაძე
1975: 49).
კარგია ამ
ასო - ბგერების მართლწარმოთქმაზე პრაქტიკული
ვარჯიში, სწორი წარმოთქმა ხომ სწორი წერის საწინდარია. რ-ლ წარმოთქმა უფრო სიძნელეებთან
არის დაკავშირებული (ლ ბგერას არბილებენ), მ-ნ-ვ იმდენად არა, მაგრამ უცხო ენათა გავლენით
მაინც ხდება ამ თანხმოვანთა არასწორი წარმოთქმა, რაც მიუღებელია ქართული ენისათვის
ამ საკითხებს ძველ გრამატიკებშიც ვხვდებით, მაგრამ საფუძვლიანად
იგი ა. შანიძემ წარმოადგინა „სასკოლო გრამატიკაში“. მარცვლის რაობას, სიტყვის დამარცვლას
მოსწავლეები ჯერ კიდევ წინასაანბანო პერიოდში ეცნობიან პრაქტიკულად (სათანდო წესების
მიწოდების გარეშე).
წერა-კითხვის შესწავლის პროცესში კი სისტემატურად ხდება
სიტყვის დაყოფა მარცვალზე მუშაობას დავუკავშირეთ ლექსიკური მარაგის
გამდიდრება. მოსწავლეები დავაკვირვე სხვადასხვა მარცვალთა მიმატებით, გამოკლებით ან
შეცვლით სიტყვათა მნიშვნელობის ცვლაზე.
კვლევაში ჩართულ მოსწავლეებს შევთავაზე სავარჯიშოთა სისტემა: დააჯგუფეთ მარცვლები
ისე, რომ მიიღოთ სიტყვები. ლი, ბა; ცი, კა; ლი, მა, მა; ტა, მა, ბე, რე, ლი; ბე,ღო;
კა,ბე, კე;
ცოდნა ჯერ
კიდევ არ არის სათანადო ჩვევაში გადასული და მასწავლებელს ამ კუთხით მუშაობა კვლავაც
მართებს.
ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთ არსებით მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ
საყოველთაო კომპიუტერიზაცია. ნათელია, რომ სიტყვის დამარცვლამ და სტრიქონიდან სტრიქონზე
გადატანის წესებმა (მიუხედავად გამარტივებისა) დაკარგა თავისი სიმწვავე და აქტუალურობა.
სწორედ ამიტომაც აღარ იყენებენ მათ ჩვენი მოსწავლეები.
სწავლების
პროცესში აუცილებელია ისეთი კოგნიტური ფაქტორები, როგორიცაა რწმენა, მოტივაცია, მოლოდინი,
მე-კონცეფცია.ეს ბანდურას სწავლების სოციალურკოგნიტური თეორიის ძირითადი ფაქტორებია.
ამ თეორიის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს არა მარტო საკუთარი ქცევის შედეგებიდან,
არამედ სხვებზე დაკვირვებითაც.
კვლევის
ანგარიშში ნაჩვენებია ენობრივი ნორმების დარღვევისა
და მისი გამოსწორების ეფექტური გზები. შეცდომებს ვერანაირად ავიშორებთ, თუ არ გავითვალისწინებთ
მისი წარმოშობის მიზეზს. ეს შეცდომები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ მოსწავლეს
არა აქვს საკმაო სიტყვიერი მარაგი, სწორად არ არის დაუფლებული სათანადო წესს;
ანუ მოსწავლემ
წესი იცის, მაგრამ ვერ იყენებს მას პრაქტიკულად. გაკვეთილებზე სისტემატური ფოკუსირებული
დაკვირვებით.
გამოვლინდა მართლწერის საკითხებთან დაკავშირებული ხშირად დაშვებული შეცდომები.
აღმოჩენით
მიღებული კმაყოფილება – მოსწავლე ჩვენი დახმარებით თავად პოულობდა შეცდომას და თავადვე
ასწორებდა მას;
აზრის
გამოთქმა საკუთარი შეცდომების შესახებ – მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიანთ ნაწერებსა
თუ მეტყველებაში არსებულ, დადასტურებულ, შეცდომებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს და მსჯელობის
გზით თავად მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
კვლევაში
განხილულია მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, ლექსიკისა და სტილის საკითხები. ინტერვენციებში მოცემული გრამატიკული
სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეებს
დაეხმარება,
არ დაუშვან შეცდომები წერისა და მეტყველების დროს.
ამ კვლევის
ანგარიში კი მისცემს კოლეგებს იმის საშუალებას, რომ დაზოგონ დრო და ზემოთ აღნიშნული პრობლემების
აღმოჩენის შემთხვევაში სავარჯიშოები და მასალები
აქედან
აიღონ.
საკითხთა
სწავლებისას რამდენადმე შევცვალე მასალის მოცულობა და თანმიმდევრობა. ორთოგრაფია–ორთოეპიის
ჩვევების გამომუშავების მიზნით მივმართავდი გარკვეულ სტრატეგიებს.
შევეცადე, რომ ამ საკითხებზე მუშაობისას ამემაღლებინა
მოსწავლეთა მოტივაცია, მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა, გამომემუშავებინა
დადებითი დამოკიდებულება მართლწერისა და მართლმეტყველების წესებისა და, საერთოდ, ქართული
სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ.
ვცდილობდი,
ჩამომეყალიბებინა მათთვის კონსტრუქციული დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ.
მაქსიმალურად ვცდილობდი შემექმნა ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფერო. სწავლებისას
მაქსიმალურად შევზღუდე მოტივაციის გარეგანი ფაქტორები და წინა პლანზე წამოვწიე შინაგანი
ფაქტორები: წახალისება, აღმოჩენით მიღებული კმაყოფილება, აზრის გამოთქმა საკუთარი შეცდომების
შესახებ.
შემუშავდა
მართლმეტყველებისა და მართლწერის სწავლების ეფექტური გზები და ხერხები, მეთოდები, სათანადო
დიდაქტიკური პრინციპების შესატყვისად შეირჩა სპეციალური სავარჯიშოები.
კვლევაში ნაჩვენებია ენობრივი ნორმების დარღვევისა
და მისი გამოსწორების ეფექტური გზები და საშუალებები. პრობლემის საფუძვლიანად შესწავლისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი
თავისებურებები და მისი საშუალებით დავადგინე მათი რეალური შესაძლებლობები.
კვლევისას შევეცადე, კონკრეტულად მეჩენებინა ეს მეთოდები და
დამესაბუთებინა მათი ეფექტიანობა. წინა პლანზე წამოვწიეთ ე. წ. „თავისუფალი/შემოქმედებითი“
სახის წერითი სავარჯიშოები, „რომელთა შესრულების პროცესში მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ
შესწავლილ წესს, აქტიურად აზროვნებენ დასახული ამოცანის გადაწყვეტაზე“(რამიშვილი1965).
ამ ტიპის
წერითი სავარჯიშოებით მოსწავლეებს შესწავლილი წესების პრაქტიკული გამოყენების საშუალება
ეძლევათ. ისინი ზეპირად ან წერილობით ხსნიან ორთოგრამებს, გარკვეული თანმიმდევრობით
აყალიბებენ იმ ძირითად ნიშნებს, რომელთა ერთიანობა განაპირობებს სიტყვის სწორად დაწერას
ამასთან ვეცადეთ გამოგვევლინა თვალსაჩინო მასალის ეფექტურობა მართლწერის ამა თუ იმ
საკითხზე მუშაობისას.
კვლევის ანგარიშში ნაჩვენებია ენობრივი ნორმების დარღვევისა და მისი
გამოსწორების ეფექტური გზები. შეცდომებს ვერანაირად ავიშორებთ, თუ არ გავითვალისწინებთ
მისი წარმოშობის მიზეზს. ეს შეცდომები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ მოსწავლეს
არა აქვს საკმაო სიტყვიერი მარაგი, სწორად არ არის დაუფლებული სათანადო წესს;
ანუ მოსწავლემ წესი იცის, მაგრამ ვერ იყენებს მას
პრაქტიკულად. გაკვეთილებზე სისტემატური ფოკუსირებული დაკვირვებით გამოვლინდა მართლწერის საკითხებთან დაკავშირებული ხშირად დაშვებული შეცდომები.
სტრატეგიები, რომლებსაც მე მივმართავდი მართლწერისა
და მართლმეტყველების ჩვევების გამომუშავების მიზნით, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა
ინტერესი და შესაძლებლობები.
ცნობილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, თუ მას მიეცემა
საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და განვითარების, ასევე არჩევანის საშუალება.
ამისათვის
ვეცადე: მოსწავლეებისათვის საკუთარი ძალების
რწმენა ჩამენერგა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება ორთოეპიისა
და ორთოგრაფიის წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ.
ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები:
1. ამ კვლევით შევისწავლე იდენტიფიცირებული პრობლემა
. თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე შევეცადე განმეხილა მართლწერისა
და მართლმეტყველების სწავლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
2. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნებით შევიმუშავე
ამ საკითხის სწავლების ეფექტური გზები, მეთოდები და ხერხები.
3. კვლევამ ცხადყო, რომ მართლწერის საკითხებზე ვარჯიშს მეტი
დრო უნდა დავუთმოთ, ვიდრე ამჟამად ეთმობა. ამით უკეთეს შედეგს მივიღებთ.
4.საჭიროა გავზარდოთ მართლწერის სავარჯიშოთა ხვედრითი
წილი.
3. სათანადო ლიტერატურის გაცნობამ მიჩვენა, რომ მართლწერისა
და
მართლმეტყველების საკითხთა სწავლება მნიშვნელოვანია
ზოგადი აკადემიური მიღწევის დონის გასაუმჯობესებლად.
4. თანამედროვე სახელმძღვანელოებში მასალა ისეა განაწილებული,
რომ
ორთოგრაფიაზე მუშაობა მოსწავლეთა მეტყველების/აზროვნების
განვითარებასა და სათანადო პრაქტიკული სამეტყველო უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურება.
5. ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ სიტყვათა
მართლწერა ისე მტკივნეულად არ დგას, როგორც სხვა ენებში (ინგლისურში, გერმანულში, თურქულში,
რუსულში...). მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა წერითი ნამუშევრების ანალიზმა გამოავლინა
ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებსაც ისინი ამ კუთხით უშვებენ.
6. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქართული მართლწერის
ჩვევათა ფორმირებისას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორთოგრაფიული საკითხების გაცნობას
სათანადო მორფოლოგიურ მასალასთან მჭიდრო კავშირში.
7. წესის ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ
მართლწერის ჩვევის ფორმირებისათვის ეს საკმარისი არაა. ხშირად მოსწავლე სწორად ამბობს
წესს, ასახელებს კონკრეტულ მაგალითებსაც, მოცემულ სიტუაციაში მართებულად ასრულებს დავალებასაც,
მაგრამ უჭირს ამ წესის გამოყენება წერის პროცესში, როცა ყურადღების ცენტრში დგას არა
ამა თუ იმ სიტყვის მართლწერა, არამედ ტექსტის შინაარსი. წესის ყოველმხრივი გააზრება
და ჩვევის გამომუშავება უნდა მოხდეს სათანადო წერითი სავარჯიშოების შესრულების გზით.
(ორთოგრაფიული გარჩევა, შეცდომების გასწორება, გადაწერა, კარნახი...) წარმატებით შეიძლება
გამოვიყენოთ ე.წ „თავისუფალი სახის“ წერითი სავარჯიშოები.ტექსტების შედგენა – შინაარსი,
თხზულება, საგნის ან მოვლენის აღწერა...
8. მართლწერის შეგნებულად შესწავლის ხარისხს დიდად განაპირობებს
მოსწავლეთა მოტივირება, ასევე – მათ მიერ საკუთარი დასკვნების არგუმენტირება.
9. მართლწერისა და მართლმეტყველების სწავლებაში დიდია
თვალსაჩინო მასალის გამოყენების ეფექტი. თვალსაჩინოების შერჩევისას ვეცადე, რომ ერთი
მხრივ გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება და ინტერესი, მეორე მხრივ
კი _ ქართული ენის სპეციფიკა.
10. ორთოგრაფიული ჩვევების ფორმირებისას მნიშვნელოვანია
სწავლების სწორი სტრატეგიების შერჩევა. ამ დროს კარგ შედეგს იძლევა გრამატიკული და
ორთოგრაფიული გარჩევა, შედარება-შეპირისპირება, ენობრივ მოვლენებზე დაკვირვება... ამ
მეთოდების მართებულად თავ-თავის ადგილზე გამოყენება
ბიბლიოგრაფია.
1.ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი
http://errata.ge/index.php?pageName=about
2.ენის მოდელირების ასოციაცია
http://www.ena.ge/georgian-grammar-electronic-book
3.
ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები
4. ორთოგრაფიულ ჩვევათა ფორმირება დაწყებით სკოლაში
http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/ninojashi.pdf
5.წერა-კითხვის
დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე
http://mastsavlebeli.ge/?p=1454
6.,,ისწავლე წერა“ (სავარჯიშოების
კრებული, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) (შექმნილია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით 2018-2024).
7.,,სტარტი - 4“ ნინო
შიუკაშვილის სავარჯიშოების კრებული. (2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.(
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
8. ანიტა ვულფოლკი ,,განათლების ფსიქოლოგია“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
2009 წელი)
9. ლევ ვიგოტსკი ,,ბავშვის
ფსიქოლოგია“ (გამომცემლობა ლიტერნა 2017წელი).
რეფლექსია:
მართლწერასთან დაკვაშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების მიზნით 2022 წელს სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
ეწერის საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე( V კლასში) ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „ქართული ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების კვლევა და ხელშემწყობი სტრატეგიების დაგეგმვა“.
ძირითადი მიზანი იყო დამედგინა რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები მართლეწერის საკითხებთან დაკავშირებით, როგორია მათი ფონური ცოდნა და როგორ შევუწყო ხელი მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დასძლევაში.
მართლწერის სირთულე ქართული ენის სწავლების პროცესში ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მართლწერის სწავლება კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული , რომელთა დადგენა და შესაბამისი გადაჭრის გზების ძიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროცესში.
აქედან გამომდინარე კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის ვთვლი, რომ საინტერესო იქნება, რადგან შედეგები დადებითი იყო და მოსწავლეებში მართლწერის ცოდნის დონე გაუმჯობესდა.
კვლევის პროცესში აქტიურად გამოვიყენე დაკვირვების მეთოდი, უბრალო და ჩართული დაკვირვების ფორმები. რომლის მიზანი მოსწავლეთა ინტერესების დადგენა და მათი ხელშეწყობა იყო. პრობლემის შესწავლის პირველ ეტაპზე შვქმენი ფოკუს–ჯგუფი, რომ გამეგო მოსწავლეთა ფონური ცოდნა.
ჩავატარე დიაგნოსტიკური წერა და ზემოთ აღნიშნული მეთოდები დამეხმარა პრობლემის არსის განსაზღვრაში.
მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიე სხვადასხვა
სახის მრავალფეროვანი სავარჯიშოები.
გამოყენებულმა ინტერვენციებმა დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. მათთვის
სასარგებლო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, კარნახით წერა, რედაქტირება,
სიყვათწარმოების გაკვეთილები,
ბარათების გამზადება…
კათედრის სხდომაზე კოლეგებს წარვუდგინე კვლევის ანგარიში . მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემები ყველა მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესში სირთულეს წარმოადგენს, როგორ , რა საშუალებით, რა გზებით გაუმარტივოს მოსწავლეებს სიტყვებისა და მართლწერის წესების
დასწავლა.
გავმართეთ დისკუსია ,მოვისმინე მათი აზრი, რჩევები კიდევ რა მეთოდებითაა შესაძლებელი მართლწერის დახვეწა. მოიწონეს ჩემ მიერ გამოცდილი აქტივობები,
ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, ინტერნეტ რესურსები მოცემული საკითხის ირგვლივ. გამოყენებული მასალები თვალსაჩინოდ ასახავს კვლევის დადებით შედეგებს.
მიღებული უკუკავშირი ძირითადად დადებითი იყო, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევდა ,რომ პრობლემის დაძლევა დამოკიდებულია მოსწავლეთა მონდომებაზე, დამოკიდებულებაზე ( ეს ვფიქრობ ცაკლე კვლევის საკითხია), სახემძღვანელოებშიც მოცემულია დავალებები მართლწერის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, შესაბამისად განხვავდებიან დასწავლის/ ათვისების დონით, ამიტომ სასწავლო პროცესის სხვადსხვა აქტივობებით გამრავალფეროვნება მიგვიყვანს მიზნამდე,
მთავარია ამ ხანგრძლივ პროცესში ინტენციურად ვეძიოთ ის სწორი მიგნებები , რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება , მიღებული რეკომენდაციის მომავალში გათვალისწინება აუცილებელი ,რომ სასწავლო პროცესზე დადებითი გავლენა იქონიოს. ჩატარებულმა კვლევამ კარგი გამოცდილება მომცა.
მიმაჩნია ,რომ შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა.რა თქმა უნდა სამუშაო პროცესი რთული აღმოჩნდა ,რადგან საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო მასალებით მონაცემები გამოქვეყნებულია მოსწავლეებთან შეთანხმებითა და ნებართვით.
No comments:
Post a Comment