Tuesday, December 6, 2022

პროექტი-არა ბულინგს!


 


Global friend club-
ის ონლაინ  შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბულინგის თემას ეძღვნებოდა,გადავწყვიტე ჩემს მოსწავლეებთან გამეკეთებინა პროექტი ,,არა ბულინგს!“ და გამომეყენებინა ის რჩევები, რაც სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებმა გაგვიზიარეს. 

მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად ვუყურეთ კახა კიკაბიძის რეჯისორობით ფილმს ,,ტბა“, რომელიც ჩამოვტვირთეთ youtube ვიდეოპორტალიდან იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ პრობლემასთან დაკავშირებით. ამავე დროს მათ მიეცათ სწორი მიმართულება, თუ როგორ უნდა წარემართათ საპროექტო მუშაობა.

ჯგუფის ერთი ნაწილი მუშაობდა ფიზიკურ ბულინგზე, ამიტომ ერთად ვესტუმრეთ  წალენჯიხის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ქალბატონ ლია თოდუას და ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ,რომელიც წარმატებული აღმოჩნდა.

ინტერვიუს კითხვები:

მოგესალმებით, ჩვენი ჯგუფი იკვლევს ფიზიკურ ბულინგს.ბულინგის ყველაზე ძალადობრი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია; დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულისსხვადასხვა სახის დაზიანება, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და ა. შ..

 ძალადობამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ხალხი პრობლემის იოლ გადაწყვეტას ძალმომრეობაში, სხვათა ჩაგვრასა და შეურაცხყოფაში ხედავს.

 ჩვენი აზრით,  ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია, ბუნებრივია გვაინტერესებს, ამ პრობლემას რამდენად მასობრივი ხასიათი აქვს. ამიტომ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.

 

1. გვაინტერესებს, რამდენად ხშირია სამედიცინო დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანების შემოდინება?

2. ფიზიკური ბულინგის შედეგად დაზიანებული ადამიანები რა ფორმით შემოდიანსაავადმყოფოში ძირითადად, თავისი ინიციატივით, თუ სასწრაფო დახმარების საშუალებით?

3. (ამ კითხვას იმ შემთხვევაში დავსვამდით, თუ პირველ და მეორე კითხვაზე დადებით პასუხს მივიღებდით) ძირითადად რა ასაკის მოქალაქეები ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი?

4. თქვენი აზრით პაციენტები გულახდილები არიან? ხომ არ სცხვენიათ, ან ხომ არეშინიათ იმის აღიარება, რომ ისინი ფიზიკურ ძალადობას ემსხვერპლნენ?

5.თუ ცემის ან სხვა სახით ძალადობის ფაქტი დააფიქსირეთ, აყენებთ თუ არა საქმისკურსში სამართალდამცავ ორგანოებს?

6. ისიც გვაინტერესებს, რა სახის დახმარებას უწევთ ფიზიკური ბულინგის მსხვერპლს?

7. თქვენ, როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წევრს, როგორ გესახებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რა პრევენციული ზომები შეიძლება გატარდეს ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად მაინც?


ექიმისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლთა შემოდინება კლინიკებში ძალიან იშვიათია. უფრო ხშირია ფიზიკური ძალადობა ოჯახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცი ნასვამია, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს ხშირად მალავს. - ექიმები, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, გვირჩევენ,რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუგოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები,გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ძალადობით პრობლემა არ გადაიჭრება.

მეორე ჯგუფის მოსწავლეებმა  ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა თემაზე-,,ფარული ბულინგი"

ინტერვიუს კითხვები:

მოგესალმებით, ჩვენი ჯგუფი იკვლევს  ვერბალურ ბულინგს.ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.ამ პრობლემამ მოიცვა მთელი მსოფლიო.საქართველოსაც ბოლო წლებში ძალიან მტკინვეულად შეეხო.

  ჩვენი აზრით,  ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია, ბუნებრივია გვაინტერესებს, ამ პრობლემას რამდენად მასობრივი ხასიათი აქვს. ამიტომ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.

 

1.რამდენად ხშირად გსმენიათ საზოგადოებაში  ვერბალური ბულინგის შესახებ?

 2.თქვენი აზრით ხშირად რა ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ვერბალური ბულინგი?

 3. რამდენად ხშირად შესწრებიხართ მოზარდებში ვერბალურ ბულინგს?თუ შემსწრე

ყოფილხართ ვერბალური  ბულინგის როგორ მოქცეულხართ?

 4.თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება საზოგადოებაში,რა პრევენციული ზომების გატარება იქნება მიზანშეწონილი?

მოსახლეობისგან მოპოვებული ინფორმაციით (თუმცა უმეტესობამ უარი გვითხრა)  მათ ხშირად სმენიათ ბულინგზე, ასევე  ბავშობაში თავადაც  ხშირად ყოფილან ბულინგის მსხვერპლი და იმედოვნებენ რომ ეს პრობლემა მოგვარდება.

ინტერვიუების შემდეგ მსწავლეებმა დაიწყეს პრეზენტაციების მომზადება
powerpoint-ში.

პროექტის მონაწილეებმა  (მეთერთმეტეკლასელებმა)  მეხუთეკლასელებს ჩაუტარეს პრეზენტაცია თემაზე ,,არა ბულინგს!“, გაიმართა საინტერესო დისკუსია.


ბოლოს კი მოსწავლეებმა მოსახლეობას დაურიგეს მათივე დამზადებული ბუკლეტები ბულინგის თემაზე სადაც მოუწოდებდნენ მათ რომ აუცილებელია ხმა ავიმაღლოთ ბულინგის წინააღმდეგ!

ხოლო შედეგები და ყველა ის დეტალი რასაც მოიცავს საპროექტე მუშაობა  გავუზიარე ჩვენი სკოლის მაძიებელ მასწავლებლებს ნინო უბილავასა და ნინიკო სვანიძეს.

































No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...