Friday, April 2, 2021

,, მზემ მიმაცილა მთვარის სახლამდე "



               


         დღეს, ეწერის საჯარო სკოლაში, ჩატარდა პოეზიის საღამო- ,,მზემ მიმაცილა მთვარის სახლამდე". საღამოზე მოწვეული იყო პოეტი - ქალთამზე ჯინჯოლავა, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, დაუსვეს პოეტს კითხვები. საღამოს მიზანი იყო თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაცია. პოეზიის საღამოს დაამშვენა ჩვენი სკოლის მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებულმა სიმღერამ,მადლობა მათ!

       პოეტი ქალთამზე ჯინჯოლავა ამჟამად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, საოცარი სიყვარული აქვს სამეგრელოზე, მისი პოეზიის მუზა მამამისია, განათლებით ფარმაცევტია. დიდი მადლობა მას ჩვენს სკოლაში სტუმრობისთვის. მე და ჩემი მოსწავლეები წარმატებებს ვუსურვებთ პოეტ ქალს! 💗






















 


No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...