,,გავხდეთ ჩვენი
ენის მკურნალები“ ერქვა სიმბოლურ ღონისძიებას რომელიც,დღეს, მერვე კლასმაა ჩაატარა.
ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი სწორი მეტყველებისა და წერის პოლულარიზაცია იყო. თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე ზედაპირული დაკვირვებითაც
კი ჩანს, რომ ენაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ენის თითქმის ყველა დონეზე. ბარბარიზმები
ენის დაავადებაა-ფიქრობენ მერვე კლასელები და ჩვენი მოვალეობაც სწორედ ისაა, განვკურნოთ
ჩვენი ენა ბარბარიზმებისაგან! რა არის ამისთვის სჭირო?როგორ გავხდეთ ჩვენი ენის მკურნალიები?
-ვიმეტყველოთ ქართული სიტყვებით!გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!
მოსწავლეებმა თვალსაჩინოებები დაამზადეს, სადაც დამკვიდრებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები იყო მოცემული.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
1-ქართულ ენაში ბარბარიზმების მომრავლების მიზეზები;
2-სად გადის ზღვარი ენის გამდიდრებასა და მის „დანაგვიანებას“
შორის;
3- რა გამოსავალი არსებობს?
ღონისძიების ბოლოს მოსწავლებმა გაარჩიეს ნიკო გომელაურის ლექსი : ,,საროჩკა“, ,,ნასკი“,
ლექსიდან ამოიწერეს ბარბარიზმები და მოუძებნეს ქართული შესატყვისები.
მიბაძეთ მერვე კლასელებს,ჩვენ ერთად შევძლებთ ენის განკურნებას!
No comments:
Post a Comment