17 ოქტომბერს, ეწერის საჯარო სკოლაში, გაიმართა ლიტერატურული გარბენი (სპორტის და ქართულის ინტეგრირება). ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. მუხუთეკლასელებს გულშემატკივრობდნენ მეათეკლასელები 🥰🥰
ღონისძიების მიზანი იყო:
მოსწავლეებს შესძლებოდათ სხვადასხვა სახის განვითარებისთვის გამიზნული ფიზიკური და გონებრივი აქტივობების განხორციელება, მოკლე დროში, სხვადასხვა აღჭურვილობის (ბურთი,კონუსები,კოვზი,სასწავლო ბარათები, რგოლები, კალმები, ლახტი) გამოყენებით.
სპორტში შესასრულებელი დავალებები: წინ და უკან კოტრიალი, რბენები გარკვეულ მანძილზე, ცალ ფეხზე ხტომები ბარიერის გარეშე, გამორბენის შემდეგ ირმის ნახტომები, ადგილიდან მცირე ზომის ბურთის ტყორცნა.
ქართულში შესასრულებელი დავალებები: ენის ლექსიკოლოგიური ასპექტები (სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების ამოცნობა და გამოყენება).
ღონისძიებას ესწრებოდა ეწერის საჯარო სკოლის დორექტორის მოადგილე მარიკა კიკალიშვილი, მასწავლებლები- კვარაცხელია მანონი და ჯალაღონია ხათუნა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული ღონისძიება და სიმბოლური პრიზით დააჯილდოვეს გამარჯვებული გუნდი-,,ჯიხვა".
დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის.
ხელმძღვანელი მასწავლებლები-