Friday, September 30, 2022

ლიტერატურული გარბენი (სპორტის და ქართულის ინტეგრირება)



         17 ოქტომბერს, ეწერის საჯარო სკოლაში, გაიმართა ლიტერატურული გარბენი (სპორტის და ქართულის ინტეგრირება). ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. მუხუთეკლასელებს გულშემატკივრობდნენ მეათეკლასელები 🥰🥰

ღონისძიების მიზანი იყო:
მოსწავლეებს შესძლებოდათ სხვადასხვა სახის განვითარებისთვის გამიზნული ფიზიკური და გონებრივი აქტივობების განხორციელება, მოკლე დროში, სხვადასხვა აღჭურვილობის (ბურთი,კონუსები,კოვზი,სასწავლო ბარათები, რგოლები, კალმები, ლახტი) გამოყენებით. 

სპორტში შესასრულებელი დავალებები:
წინ და უკან კოტრიალი, რბენები გარკვეულ მანძილზე, ცალ ფეხზე ხტომები ბარიერის გარეშე, გამორბენის შემდეგ ირმის ნახტომები, ადგილიდან მცირე ზომის ბურთის ტყორცნა.

ქართულში შესასრულებელი დავალებები: ენის ლექსიკოლოგიური ასპექტები (სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების ამოცნობა და გამოყენება).

ღონისძიებას ესწრებოდა ეწერის საჯარო სკოლის დორექტორის მოადგილე მარიკა კიკალიშვილი, მასწავლებლები- კვარაცხელია მანონი და ჯალაღონია ხათუნა,  რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული ღონისძიება და სიმბოლური პრიზით დააჯილდოვეს გამარჯვებული გუნდი-,,ჯიხვა".

დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის.

ხელმძღვანელი მასწავლებლები-
ბადრი ჯინჯოლავა და დიანა ფიფია.





 









































No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...