,,დავწეროთ ზღაპარი წრეში" ერქვა დღევანდელ ღონისძიებას, რომელშიც ,ეწერის საჯარო სკოლის, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ზღაპრები ხომ ყველას უყვარს, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა, სადაც ფანტასტიკური ელემენტები ჩნდება და სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, მართლაც ამაღელვებელია.
თავდაპირველად მოსწავლეებმა მცირე პრეზენტაციები წარმოგვიდგინენს ზღაპრის ჟანრობრივ მახასიათებლებზე. პატარებმა დაგვისახელეს თავიანთი საყვარელი ზღაპრები, ხოლო როცა დავსხედით წრეზე დაიწყო ჩვენი მოგზაურობაც ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც, ლიზი ფიფიამ, რა თქმა უნდა დაიყო ასე: ,,იყო და არა იყო რა...'' და აი ისიც, მოსწავლეების დაწერილი ზღაპარი წრეზე - ,,ზვიგენი და რვაფეხა'', ზღაპარი ამპარტავნობაზე, სინანულსა და ბედნიერ დასასრულზე. ჩვენმა მეოთხეკლასელებმა კი წარმოგვიდგინეს ამ ზღაპრის თემაზე შესრულებული ნახატები. დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისათვის.
ღონისძიების ხელმძღვანელები : თამარ აქირთავა, ნანა ჯიქია და დიანა ფიფია.
No comments:
Post a Comment