4 ოქტომბერს, ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად კლუბს მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ, ამიტომ კლუბი ორ ჯგუფად დავყავით. მოსწავლეებმა მეხუთე კლასის ხელმძღვანელად მარიამ ქარდავა, ხოლო მეექვსე კლასიდან ნია ქარდავა აირჩიეს.
პატარებმა, შვედი პოეტის, ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი გრძელწინდა" განიხილეს. ნანა მასწავლებელმა მოსწავლეებს მწერილს ისტორია გააცნო. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები ოქროსფერნაწნავებიან, ჭორფლიან, პეპიზე, რომელსაც უშველებელი ჭრელი წინდები აცვია და რომელიც წვიმაშიც კი რწყავს ყვავილებს...
ჩემი პატარები თანატოლებს ურჩევენ წაიკითხონ პეპი და მათ აუცილებლად შეუყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე ღონიერი, მხიარული და კეთილი გოგონა. მადლობა ჩემს პატარებს ასეთი აქტიურობისთვის <3
,,მხიარულებაში თმები პეპის დაემსგავსოს" :)
წარმატებები მათ!
მასწავლებლები:ნანა კვიტატიანი,დიანა ფიფია,ნინიკო სვანიძე.
No comments:
Post a Comment