გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში,კინოს მოყვარულთა კლუბში, რამდენიმე თემატური აქტივობა გაიმართა,რომელიც დავაკავშირეთ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს. კინოკლუბის ხელმძღვანელმა, მეგი ჭანტურიამ, დამსწრეებს გააცნო ფილმი- ,,დამზადებულია დეგენჰამში".
1968 წელს, ფორდის ავტომობილების ქარხანა, გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი იყო. ათასობით მამაკაცთან ერთად, წარხანაში 187 ქალი მექანიკოსიც მუშაობდა, რომელთაც ბევრად ნაკლები ანაზღაურება და ცუდი სამუშაო პირობები ჰქონდათ. უკმაყოფილო ქალები რიტა ოგრეიდის და პროფკავშირებიდან ალბერტ პასინგემის თაოსნობით, უკეთესი პირობების მოთხოვნით გამოდიან. რიტა მალევე შეიტყობს, რომ საქმე ბევრად დიდ პრობლემასთან აქვთ, რადგან სქესიდან გამომდინარე, იმავე სამუშაოსთვის ქალებს ყველგან დაბალი ანაზღაურება ჰქონიათ. ამ უთანასწორობის წინააღმდეგ და თანაბარი ანაზრაურების მისაღებად, ოგრეიდი თავის კოლეგებთან ერთად გაილაშქრებს. შედეგად, ქალების უფლებებისთვის ბრძოლა, მთელ მსოფლიოში. მასშტაბურ პოლიტიკურ გამოსვლებში გადაიზრდება.
ისტორიის მასწავლებელმა,იამზე ქარდავამ, მოკლე დისკურსი შემოგვთავაზა ქალების უფლებებზე მსოფლიოში.
საბა ქარდავამ,ლიზი ჭანტურიამ და ანი ქარდავამ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია ,,ირანი ისლამური რევოლუციის შემდეგ", რასაც მოყვა დისკუსია.
მეთერთმეტეკლასელმა მარიამ ფიფიამ კი ინტერვიუ ჩაწერა გერმანიაში მცხოვრებ ირანელ სტუდენტთან ჰივა ****-სთან (გვარი და სახე დაბლარულია მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის რომლებიც ჯერ კიდევ ირანში ცხოვრობენ). მოგეხსენებათ ირანში საპრიტესტო ტალღა მძვინვარებს . ჰივამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზე თუ
რა მდგომარეობაში უწევთ ირანელ ქალებს ცხოვრება, რატომ არ აპირებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას, რატომ თქვა უარი ჰიჯაბის ტარებაზე და რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება (მადლობა თარჯიმნობისთვის, ჩვენს ყოფილ მოსწავლეს, დალი კვარაცხელიას).
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და წარმატებები ჰივას და სხვა ირანელ ქალებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში!
No comments:
Post a Comment