Friday, November 18, 2022

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანი

 


 ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელეს მეათეკლასელებმა მარიამ ციმინტიამ და მარიამ ფიფიამ. პროექტის სახელწოდება იყო ,,კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანი" . პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის ისეთ გზებზე როგორიცაა: პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების გადამუშავების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის მინიმუმამდე დაყვანა, ჰაერის დაბინძურების შემცირება და აშ. 

          ჩემმა მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ ბიომრავალფეროვნებაზე, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. რა არის გამოსავალი?

ერთობლივი მოქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დიდ სარგებლობას მოუტანს გარემოს. ჩემი მოსწავლეების რჩევაა გავიაზროთ ჩვენი ქმედებები რომლითაც ზიანს ვაყენებთ გარემოს და გადავიდეთ კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე.







        

No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...