შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძება
იმართება. ჩვენი კლუბი წელს პირველად შეუერთდა მათ.
მეთერთმეტეკლასელები უკვე იცნობდნენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციას (რომელსაც საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა). დღეს კი მათ
გავაცანი ჟესტების ენასთან დაკავშირებული ფაქტები: არსებობს თუ არა ერთი უნივერსალური
ჟესტების ენა, აქვთ თუ არა ჟესტების ენებს
ენობრივი ოჯახები, არსებობს თუ არა საერთაშორისო ჟესტების ენა, ახდენენ თუ არა ჟესტების ენები წარმოთქმული / დაწერილი სიტყვების უბრალო რეპრეზენტაციას, შესაძლებელია თუ არა ჟესტების ენების
ჩაწერა და აშ.
მოსწავლეებში ინტერესი დიდი იყო, ამიტომაც, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იუთუბ ვიდეოპორტალიდან
ჩამოვტვირთეთ ,,ტელესკოლის“ ვიდეო და ერთად
ვისწავლეთ რამოდენიმე წინადადება ჟესტების ენის გამოყენებით. ჩემი მოსწავლეები ფიქრობენ,
რომ სმენადაქვეითებულთა ადამიანების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის აუცილებელია
ყველამ იცოდეს ჟესტების ენა, ამიტომ მოუწოდებენ ყველას ისწავლონ თუნდაც მინიმალურ დონეზე. დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო შშმ პირთა უფლებების
დაცვისთვის მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
No comments:
Post a Comment