გაკვეთილის თემა | მრავალფეროვანი იაპონია და იაპონური პოეზია |
საგანი/პედაგოგი | ქართული ენა და ლიტერატურა/დიანა ფიფია |
სწავლების საფეხური კლასი | საბაზო XI კლასი |
გაკვეთილის მიზანი | მოსწავლემ შეძლოს ბუნებაზე შექმნილი განსხვავებული ტიპისა და ჟანრის ტექსტების შესწავლა-გაანალიზება . მოსწავლემ შეძლოს ბუნებაზე შექმნილი განსხვავებული ტიპისა და ჟანრის ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა, სათანადო დასკვნების გამოტანა . მოსწავლემ შეძლოს ბუნებაზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარების მიზნით ტექსტების შედგენა ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით . |
მისაღწევი შედეგი ე.ს.გ-ს მიხედვით | სტანდარტთან შესაბამისობა: ქართ.საბ. 6, 9, 10, 11, 12, ქართ.საბ. 7, 9, 10, 11, ქართ.საბ. 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან იაპონელი პოეტი რიუნოსკე აკუტაგავა, წაკითხული აქვთ მისი ნაწარმოებები ,,ცხოვრება იდიოტისა". გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა ბონსაისა და ბონსეკის შესახებ ,მათზე ვიდეოებსაც ვუყურეთ იუთუბპორტალიდან . ფლობენ ანალიზის,სინთეზის, დისკუსიისა და პრეზენტაციის უნარებს. |
შეფასების საგანი და პროცედურები | შეფასებისას ვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს , ვფასებ დისკუსიაში ჩართულობის ხარისხს, მსჯელობის ლოგიკური აგებას, დამოუკიდებელ, შემოქმედებით აზროვნებას. |
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები | რვეული,კალამი,კომპიუტერი, |
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი | მისალმება,გაკვეთილის მიზნის გაცნობა წინარე ცოდნის გააქტიურება აქტივობა 1- კლასი დავყავი 3 ჯგუფად, თითოეულს არჩეული ჰქონდა თემა, ისინი გააკეთებენ პრეზენტაციას. ცოდნის კონსტრუირება. აქტივობა 2- ჯგუფებს ვურიგებ ბარათებს მათ უნდა წარმოადგინონ მოცემული ლექსის მახასიათებლები აქტივობა 3– კლასს ვაცნობ ჰაიკუს ისტორიას და მისი დაწერის სტრუქტურას, მოსწავლეებთან ერთად ვქმნი ჰაიკუს. ფაზა რეფლექსია. აქტივობა 4– კითხვები: რა შეგიძლიათ თქვათ კულტურათაშორის მსგავსებებისა და განსხვავებებზე (ლიტერატურული კუთხით,სამოსით,საკვებით, საზოგადოებრივი წესრიგით? რა მსგავსება/განსხვავებაა ბუნებაზე შექმნილ იაპონური ჰაიკუსა და ქართულ ლექსებს შორის? აქტივობა 5– საშინაო დავალება - უნდა შექმნან ჰაიკუ, მისი ჟანრობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. აქტივობა 6– შესასება |
Saturday, December 10, 2022
სამოდელო გაკვეთილის გეგმა - იაპონური ჰაიკუ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 მარტი - დედის დღე
ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები. მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...
-
ეწერის საჯარო სკოლის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი იუბილარია .კლუბი სამი წლის გახდა . იუბილესთან დაკავშირებით კლუბში სტუმრად მოვიწვიეთ ჩვენი...
-
ლიტერატურული კლუბში მორიგი შეხვედრა ჩატარდა შეჯიბრის სახით- ვინ უფრო იცნობს ქართულ მწერლობას. კლუბის წევრები დაიყვნენ კლასებად მე-10 კლასი...
-
2 თებერვალი წიგნის კითხვის მსოფლიო დღეა . წელს ასეთი აქტივობით შევუერთდით ამ დღეს. შევიკრიბეთ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა ერთმანეთს გ...
No comments:
Post a Comment