Thursday, December 8, 2022

ადამიანის უფლებების დღე


1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR) მიიღო. ამ ინოვაციურმა დოკუმენტმა ადამიანის ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებების საყოველთაო დაცვის მაღალი სტანდარტი დააწესა, და შედეგად, ერების საერთო მიღწევად იქცა. ამ დღესთან დაკავშირებით კლუბში მოვიწვიეთ ისტორიის მასწავლებელი, ასმათ ციმინტია, რომელმაც ვრცელი ისტორიული დისკურსი შემოგვთავაზა ადამიანის უფლებებზე, ხამურაბის კანონებიდან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებამდე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ზოგიერთი კანონი უფრო დასახვეწია, მაგალითად ქალთა უფლებებსა და მიგრანტებზე... იმსჯელეს იმაზე თუ რას შეცვლიდნენ კანონებში და წარმოგვიდგინეს რამდენიმე მათგანი.

ჩვენმა მოსწავლეებმა იციან,რომ  10 დეკემბერი არის დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და აღჭურვილია თანაბარი უფლებებით, რომელთა პატივისცემას უნდა დაეფუძნოს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ყველა მიმართულება.












 

No comments:

Post a Comment

3 მარტი - დედის დღე

ეწერის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების დედის დღე აღნიშნეს. ამ დღეს სტუმრად მოიწვიეს დედები.  მოსწავლეებმა დედებს დაახვედრეს ლამაზად გაფორმებუ...